სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არა ძალადობას, არა ბულინგს...“ - ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში კინომიუზიკლის ჩვენება გაიმართა
28-04-2023
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის ესთეტიკის კათედრამ არნოლდ ბერნსტაინის კინომიუზიკლის - „ვერტსაიდური ისტორია“, ჩვენება მოაწყო. 

შეხვედრას, პედაგოგი ნინო ფუტკარაძე ხელმძღვანელობდა. 

აღსანიშნავია, რომ კინომიუზიკლში, მოთხრობილია ისტორია ახალგაზრდების ორი დაჯგუფების დაპირისპირების შესახებ, კინოჩვენების მიზანი კი იყო, მოზარდებმა გაიაზრონ და დაგმონ დაპირისპირება, ძალადობა, შურისძიება...

„არა ძალადობას, რომელიც ხშირად მთავრდება ტრაგედიით და მხარდაჭერა - სიკეთეს, მეგობრობას, მშვიდობას, სიყვარულს“, - ასეთი იყო მოსწავლეთა მოწოდება. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ესთეტიკის კათედრას, მე-6 კლასის მოსწავლემ, ნიკოლოზ ხარაზოვამ დახმარება გაუწია და პრეზანტაცია წარმოადგინა. 

აღსანიშნავია, რომ კინოჩვენების შემდეგ, პრობლემატური თემის ირგვლივ დისკუსიაში, მონაწილეობდნენ, როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლებიც.

მოსწავლეებმა ლოგიკურად იმსჯელეს და ჩამოაყალიბეს პრობლემის გადაჭრის გზები. ყოველივე ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ სკოლას წარჩინებული კურსდამთავრებული, ახლა უკვე გერმანიაში მცხოვრები და ფსიქოლოგიის  ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტი - ანა ცერცვაძე, სტუმრობდა. 

სტუმრები მოსწავლეებს პრობლემური საკითხების მშვიდობიანად მოგვარების გზებზე ესაუბრა.

„იმედია, რომ აღნიშნული ღონისძიება სახელმძღვანელოდ გამოადგებათ მოსწავლეებს. არა ძალადობას, არა ბულინგს...“, -  აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება