სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭოგნარის საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების კლუბის ინიციატივით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კვირეული ჩატარდა
27-04-2023
-
+


ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კვირეული ჩატარდა.

სკოლაში აღნიშნული კვირეული მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბ „მომავალი თაობის“ ინიციატივით, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბ „თაობათა დიალოგის“ ( RICDOG) რეგიონალური პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა.

კვირეულის ფარგლებში, სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები, მათ ასევე სკოლის საგნობრივი კათედრების ხელმძღვანელებთან - მარგალიტა ციცვიძესა და ნათია ნიშნიანიძესთან პრეზენტაცია გამართეს.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის - თინათინ აფრიდონიძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები და გამოფინეს სკოლის ფოიეში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, V და VIII კლასებში (ნინო კვიმსაძე) სახელმწიფო ენის კათედრამ ჩაატარა თხზულებების კონკურსი.

სკოლის მოსწავლეები, დირექცია და თემის წარმომადგენლები ასევე აღნიშნულ დღეს სკოლის ეზოს გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ.

აქტივობაში ისინი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) წარმოადგენს სამოქალაქო განათლების პროგრამის რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციას იმერეთში.

მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება