სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩანახჩის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
27-04-2023
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და ცოდნის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება და აქტივობა იმართება.

​ამჯერად, სკოლაში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაზე უფროსკლასელებმა 1978 წლის 14 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ცოდნა აიმაღლეს.

„პატარებმა, ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მათ ღონისძიებაზე შემოქმედებითი ნიჭი და უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აქტივობაში ისინი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილიში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება