სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სალიბაურის N2 სკოლის მოსწავლე ლუკა დიდმანიძე წიგნის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგა
27-04-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ისინი სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობასა და კონკურსში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მოსწავლე - ლუკა დიდმანიძე წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ მოსწავლეთა კონფერენციაზე - „თიხის წიგნებიდან აუდიო-წიგნებამდე“ წარმატებით მონაწილეობდა.

კონფერენცია 23 აპრილს ჭარის მუზეუმის ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ჩატარდა.

კონფერენციაში ასევე ბათუმისა და ხელვაჩაურის საჯარო და კერძო სკოლების 22 მოსწავლე მონაწილეობდა.

სალიბაურის N2 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ - ლუკა დიდმანიძემ კონფერენციაზე საინტერესო მოხსენება: „ონლაინრესურსებით წიგნისაკენ“ წარადგინა. მისი ხელმძღვანელი - მენტორი მასწავლებელი ხათუნა ხალვაში გახლდათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მას საინტერესო მოხსენებისთვის სერტიფიკატი გადაეცა.

ეს დღე, ასევე, წიგნის ჩუქების დღეცაა, ამიტომ აჭარის მუზეუმის დირექტორის მოადგილემ - ინგა გოგიბერიძემ სპეციალური პრიზით, საკუთარი წიგნით დააჯილდოვა სკოლის XI კლასის მოსწავლე ლუკა დიდმანიძე.

აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდმივად მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება