სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები არქეოლოგიურ მუზეუმში, წიგნის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
27-04-2023
-
+


ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს პირველი კლასიდანვე უნერგავენ და მოტივაციის მიზნით, როგორც სკოლის შიდა ისე გარე ღონისძიებებს სთავაზობენ. 

სკოლის მოსწავლეებმა წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღე საინტერესოდ აღნიშნეს. ისინი კონფერენციაში - „თიხის წიგნებიდან აუდიო-წიგნებამდე“ ჩაერთნენ. 

წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღეს, 23 აპრილს, აჭარის მუზეუმის ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ჩატარდა IV საბავშვო კონფერენცია „თიხის წიგნებიდან აუდიო-წიგნებამდე“.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები:  მარიამ ნინიძე, მარიამ ბოლქვაძე, თეკლა შაშიკაძე, ანა სარჯველაძე, ნიკა ბარამიძე,
მარიამ ჯანყარაშვილი, ლილე კიკნაძე და ქეთევან რუხაძე. 

ახალგაზრდებმა წაეადგინეს მოხსენებები: „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები; წიგნი „ქართლის ცხოვრება“, ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, ბიბლიის ისტორია, ლიტერატურულ მიმდინარეობათა ცვალებადობა ქართულ ლიტერატურაში.

ეს დღე, ასევე, წიგნის ჩუქების დღეცაა და აჭარის მუზეუმმა კონფერენციის ყველა მონაწილე დაასაჩუქრა წიგნებით.

წიგნები და სერტიფიკატები მოსწავლეებს აჭარის მუზეუმის დირექტორმა - თეონა ზოიძემ, დირექტორის მოადგილე ინგა გოგიბერიძემ, არქეოლოგიური მუზეუმის მმართველმა - ემზარ კახიძემ გადასცეს.

კონფერენცია მოამზადა და უძღვებოდა ბათუმის არქეოლოგიის მეცნიერ-თანამშრომელი ნინო ძნელაძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება