| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის პედაგოგები მეტად საინტერესო სასწავლო დღეებს სთავაზობენ და საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებას სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებითა, თუ აქტივობებით ცდილობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
სკოლაში ხშირად ტარდება სხვადასხვა კონკურსები, გაზაფხულის მოსვლას კი სკოლაში მიეძღვნა შემდეგი კონკურსები - „მემე ვმუშაობ ჩემით" - მათემატიკა, „ვიცი ლამაზი, სუფთა წერა" - კალიგრაფია, „ვიცი მხატვრული კითხვა" - ქართული ენა და ლიტერატურა, „საუკეთესო მისალოცი ბარათი" - ხელოვნება, „ვფლობ უცხო ენას" - ინგლისური ენა.
კონკურსის ჟიურის წევრებმა გამოავლინეს საუკეთესო, კარგი და წამახალისებელი ნომინაციების გამარჯვებულები. მოსწავლეებს გადაეცათ შესაბამისი სიგელები. კონკურსში მონაწილეობდნენ სსსმ მოსწვალეებიც. ყველა მოსწავლემ მიიღო სხვადასხვა ხარისხის სიგელი.
„მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ ამ მომენტით და ხალისით უკრავდნენ ტაშს მეგობრებისა და თავიანთ წარმატებას“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ მოსწავლეთ საკონკურსო ნამუშევრები - კალიგრაფიის კონკურსი, მათემატიკის კონკურსი, ხელოვნების კონკურსი და სიგელები - ბმული1, ბმული2, ბმული3
ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად