სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარალეთის N1 სკოლაში დედანის დღისადმი მიძღნილი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
27-04-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები აქტიურად აღინიშნება.

ამჯერად, სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

„ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ბევრი ლამაზი და გასაოცარი ლექსი წაგვიკითხეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მათ ასევე ზეიმზე მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და სხვადასხვა სკეტჩი, ზღაპრების - „კომბლესა“ და „წითელქუდას“  სცენები გაითამაშეს.

მოსწავლეებმა ასევე ქართული ენის დამწერლობაზე ​ისაუბრეს და ცოდნა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს.

სკოლაში ასევე აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მათ სკოლის დირექტორმა- ლენა კარაპეტიანმა სერტიფიკატები გადასცა.  

აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„სკოლის დირექციამ დიდი მადლობა გადაუხადა ასეთი საინტერესო ღონისძიებისთვის სკოლის ქართული ენის პედაგოგებს და ჩვენს დამხმარე მასწავლებელს“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში 14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, როგორც სკოლაში გვებუნებიან, საპატიო მიზეზის გამო ზეიმი ვერ ჩატარდა, ამიტომ ეს დღე 26 აპრილს აღნიშნეს.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილიში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება