სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არა ბარბარიზმებს!“ - ბათუმის N8 სკოლაში დედაენის დღეს ინგლისური და ქართული ენების ერთობლივი პროექტი მიეძღვნა
26-04-2023
-
+


ბათუმის N8 საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ამასთან დაკავშირებით, ინგლისური და ქართული ენის ერთობლივი პროექტი No Barbarisms! (არა ბარბარიზმებს!) ჩატარდა. 

პროექტი მიზნად ისახავდა: ბარბარიზმების მავნე ზეგავლენის ხაზგასმას, ინგლისური ენიდან შემოტანილი ბარბარიზმების ქართული შესატყვისის პოვნას, სოლიდარობის გამოხატვას ქართული ენის დაცვისადმი. 

პროექტი მოიცავდა 4 ეტაპს:

  • ინგლისური ენიდან შემოტანილი ბარბარიზმების მოძიება და ქართული შესატყვისის მისადაგება;
  • კვლევის ჩატარება მოზარდებში აღნიშნული ბარბარიზმების გამოყენებასთან დაკავშირებით და შედეგის დიაგრამაში ასახვა;
  • ბროშურების გაკეთება პროექტის მიზნის გათვალისწინებით;
  • ბროშურების გავრცელება მოზარდებში.
პროექტი ინგლისური ენის მასწავლებლის ია ბლაგიძისა და ქართული ენის პედაგოგის ფატი სურმანიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

„ვიმეტყველოდ სწორად, ენის ნორმების დაცვით! მოვუფრთხილდეთ ენის ლექსიკურ სიწმინდეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება