სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გულგულის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები დედაენის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში აქტიურად ჩაერთნენ
26-04-2023
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კვირეული მიეძღვნა. 

მის მიმდინარეობაში მე-5 კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, მათ დედაენის ისტორიასა და მის სიდიადეზე ისაუბრეს, გარდა ამისა, ამ დღის დაარსების წინაპირობებზე ისაუბრეს. 

მოსწავლეებმა ლექსებიც წაიკითხეს და ბოლოს, სხვა მოსწავლეებთან ერთად, დედაენაზე დაწერილი გამონათქვამები სკოლის ეზოში დარგულ ხეებზე გააკრეს.

„მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ძეგლი დაუდგა ქართულ ანბანს. ღონისძიება იყო საინტერესო და ხალისიანი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება