TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მდგრადი განვითარების 17 მიზანი და შესაბამისი ლოგოები თანმიმდევრულად - მასწავლებლის საგამოცდო პროგრამა
26-04-2023
-
+


მდგრადი განვითარების მიზნები მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. მის შესახებ ინფორმაციის ფლობა მასწავლებლებისთვისაც აუცილებელია. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამაშია.

მდგრადი განვითარების მიზნების მთავარი ამოცანა მსოფლიოს უკეთესობისაკენ შეცვლაა. მიუხედავად მათი თანმიმდევრობისა, თითოეული მიზანი თანაბრად მნიშვნელოვანია. მიზნებს შესაბამისი ლოგოებიც აქვთ.

გაეცანით მდგრადი განვითარების 17 მიზანს თანმიმდევრულად და იცოდეთ შესაბამისი ლოგოები:

მიზანი 1 - სიღარიბის აღმოფხვრა - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა ყველგან;

მიზანი 2 - შიმშილის აღმოფხვრა - შიმშილის აღმოფხვრა, სურსათის უსაფრთხოებისა და უკეთესი კვების უზრუნველყოფა და სოფლისმეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა;

მიზანი 3 - ჯანმრთელობა და კეთილდღეობა - ჯანმრთელი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველასთვის, ყველა ასაკში;

მიზანი 4 - ხარისხიანი განათლება - ინკლუზიური და თანაბარი განათლების უზრუნველყოფა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის შესაძლებლობების ხელშეწყობა ყველასთვის;

მიზანი 5 - გენდერული თანასწორობა -  გენდერული თანასწორობის უზრუნველყიფა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობა;

მიზანი 6 - სუფთა წყალი და სანიტარია - სუფთა წყლისა და სანიტარიის ხელმისაწვდომობისა და მდგრადი მართვის უზრუნველყოფა;

მიზანი 7 - ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია - ყველასათვის ხელმისაწვდომი, საიმედო, მდგრადი და სუფთა ენერგიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

მიზანი 8 - ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა -  უწყვეტი, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასთვის;

მიზანი 9 - მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა - ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და მდგრადი ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა;

მიზანი 10 - შემცირებული უთანასწორობა - უთანასწორობის შემცირება ქვეყნებში და ქვეყნებს შორის;

მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება - ინკლუზიური, უსაფრთხო, სტაბილური და მდგრადი ქალაქები და დასახლებები;

მიზანი 12 - გონივრული მოხმარება და წარმოება - მდგრადი მოხმარების და წარმოების უზრუნველყოფა;

მიზანი 13 - კლიმატის მდგრადობის მიღწევა - კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება;

მიზანი 14 - წყალქვეშა რესურსები - ოკეანეების, ზღვების და მათი რესურსების შენარჩუნება და მდგრადი მოხმარების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის;

მიზანი 15 - დედამიწის ეკოსისტემები - ხმელეთის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მათი რაციონალურად გამოყენების უზრუნველყოფა, ტყეების მდგრადი მართვა, გაუდაბნოების შეჩერება და მიწისა და ნიადაგის დეგრადირების შეჩერება და დეგრადირებული მიწისა და ნიადაგის აღდგენა და ბიომრავალფეროვნების შემცირების შეჩერება;

მიზანი 16 - მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები - მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოებების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასთვის და ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების შექმნა ყველა დონეზე;

მიზანი 17 - თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის - მდგრადი განვითარების მიმართულებით გლობალური პარტნიორობის გახორციელებისა და გაძლიერების ხელშეწყობა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

პატარებმა, დამრიგებლის - მაგდა სივსივაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება