სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ალათუმანის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე ღონისძიებით აღინიშნა
25-04-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით, სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღსა და მოვლენას აღნიშნავენ.

ამჯერად, ალათუმანის სომხურენოვან სკოლაში ქართული ენის დღე აღინიშნა.

სკოლაში აღნიშნული დღისადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიებას მასწავლებელი არპინე ნერსესიანი ხელმძღვანელობდა.

ბავშვებმა ისაუბრეს ქართული ენის დღის მნიშვნელობის შესახებ.

„პატარებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, წარმოადგინეს ქართულ ენაზე სპექტაკლები. ძალიან საყვარლები იყვნენ და ბევრი იმხიარულეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დედაენის დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილიში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება