| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე აღინიშნა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, აქტივობები გაიმართა, რომელშიც დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აქტივობა დაგეგმა და განახორციელა დაწყებითი კლასის პედაგოგმა გაიანე მისკარიანმა.
„მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიღებული საგნები, რომელთაც მეორე სიცოცხლე აჩუქეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის როლი ამ მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად.
„დედამიწა ყოველწლიურად გამოიმუშავებს მილიარდობით ტონა ბუნებრივ რესურსს და რაღაც მომენტში, თანაც არც თუ ისე შორეულ მომავალში, ის ამოიწურება. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა გადავაგდეთ - და გადაყრილ მასალებში ვნახოთ არა უბრალოდ ნარჩენები, არამედ შესაძლებლობები“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში 2018 წლიდან აღინიშნება და მიზანად ისახავს მსოფლიო საზოგადოების ყურადღება ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის გარდაუვალ აუცილებლობაზე გაამახვილოს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად