სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზუგდიდის N5 სკოლის მოსწავლეები, პროექტის - „ეს არის ჩემი სამშობლო“ ფარგლებში, სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
25-04-2023
-
+


ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ისინი სხვადასხვა პროექტსა თუ აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, მოსწავლეები სასწავლო პროექტში - „ეს არის ჩემი სამშობლო!“ მონაწილეობდნენ.

პროექტის ფარგლებში, სკოლის მე-2 ა კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი ანა ღურწკაია გახლავთ, სოფელ რუხის ციხე-ნაგებობა შეისწავლეს.

„მშობელთა აქტიური ხელშეწყობითა და ჩართულობით მოვაწყვეთ საგანმანათლებლო - შემეცნებითი ექსკურსია, ჩემმა პატარა ქართველებმა დიდი გრძნობით წაიკითხეს პატრიოტული ლექსები, გადაუღეს ფოტოები ისტორიულ ძეგლს, შეაგროვეს საინტერესო ინფორმაციები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული დღის დასარულს მათ პროექტორზე უყურეს ფრაგმენტს - ანტონ ფურცელაძის ფილმიდან „მაცი ხვიტია“, რომლის ფრაგმენტი გადაღებულია რუხის ციხეში.

მოსწავლეებმა დღე ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარეს.

„უტყვი კედლების გაცოცხლებულმა კადრებმა მოსწავლეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მთავარი გმირის სამშობლოსადმი თავგანწირვამ და ოჯახის კულტის თაყვანისცემამ საუკეთესო მაგალითი მისცა ჩემს პატარა აღსაზრდელებს... წინ გველოდება სარეკლამო ბუკლეტების დამზადება და გავრცელება, რათა სხვებსაც გავუღვიძოთ ინტერესი და დაათვალიერონ ჩვენი საამაყო კუთხის ეს უძველესი კულტურული ძეგლი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება