სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
25-04-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სომხეთის ეროვნულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა, სომეხთა გენოციდის მსხვერპლები გაიხსენეს და სახელმწიფოს ისტორიაში მძიმე მოვლენა გაიხსენეს. 

პედაგოგები და მასწავლებლები, გმირთა ხსოვნის პატივსაცემად იხტილის მთაზე არსებულ ხაჩქართან - შუასაუკუნეების სომხურ ძეგლთან ფეხით ავიდნენ, სანთლები აანთეს და სომხების გენოციდის სახელობის ქვის ჯვარი ყვავილებით შეამკეს. 

ასევე ბავშვებმა, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და ხალხური სიმღერები შეასრულეს. 
 
აქტივობა, პედაგოგ ლეილა მკრტჩიანის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

ცნობისთვის, სომხების გენოციდი - ოსმალეთის იმპერიის მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია 1915-1918 წლებში, რომელიც სომეხთა აჯანყებებს მოჰყვა. გენოციდის დასაწყისად ითვლება 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა აჯანყებისათვის დაესაჯა ეთნიკური სომხები, რომლებიც განუდგნენ მათ სახელმწიფოს და კონსტანტინოპოლში 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და სომხური დიასპორის მეთაური დააპატიმრა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

როცა განათლება დღესასწაულია - izrune.ge-მ პროექტის ვარსკვლავების დაჯილდოების ცერემონია ამჯერად ბათუმში ჩაატარა

ძლიერი სიცხის გამო დაიხურა ბაღები და სკოლები - საფრანგეთში „წითელი" დონე ამოქმედდა

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია

სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრთა დანიშვნა და ბაღის აღმზრდელთა ჯანდაცვის ხელშეწყობა - კიდევ რა დაევალა მერიის სტრუქტურულ ერთეულს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები
ბადმინტონში, იმერეთის რეგიონის ჩემპიონებმა დაამარცხეს ქვემო ქართლის, გურიის, რაჭის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუნდებ
 

ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა ქრისტიან ანდერსენის სიტყვები - „იქ, სადაც სიტყვები უძლურია, მუსიკა ლაპარაკობს“

„ვულოცავთ, თითოეულ მათგანს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებებს შემდგომ სასწავლო გზაზე“

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება