სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამტრედიის N4 სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო შემეცნებითი შეხვედრა მოეწყო
25-04-2023
-
+


სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.

სკოლაში მე-91 და მე-92 კლასების მოსწავლეებმა, გეოგრაფიის მასწავლებელ ხათუნა ახობაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო შეხვედრა გამართეს, რომელშიც ჩართული იყვნენ სკოლის პედაგოგები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ისაუბრეს აქტუალურ საკითხებზე: რაოდენ მნიშვნელოვანია თანამედროვე გამოწვევების პირობებში ბუნების დაცვა და გლობალურად ზრუნვა ჩვენს პლანეტაზე.

„მათ ასევე აღნიშნეს, რომ კავშირი, რომელიც ბუნებასთან, მცენარეებთან და მიწასთან გვაქვს ჩვენი არსებობის, ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია და დედამიწის დღე შეგვახსენებს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე“, - გვიყვებიან სკოლაში.

შეხვედრა პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პედაგოგმა - ხათუნა ახობაძემ საინტერესოდ და შინაარსიანად ისაუბრა.

„ყველანი შევთანხმდით, რომ დედამიწა ჩვენი სახლია. მას სიყვარული და გაფრთხილება სჭირდება. დედამიწის დაცვა გლობალური პრობლემაა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი საერო დღესასწაული. 1970 წელს, დედამიწის დღის დაფუძნებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება