სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N8 სკოლის ინგლისური ენის კლუბი, შექსპირის დაბადების დღესთან დაკავშირებით, საინტერესო გამოწვევაში ჩაერთო
25-04-2023
-
+


ბათუმის N8 საჯარო სკოლაში საკლუბო მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, ფუნქციონირებს ინგლისური ენის კლუბი The Best and the Brightest.

კლუბის წევრები როლურ თამაშებში, პრეზენტაციებსა თუ დისკუსიებში აქტიურად ერთვებიან. ამჯერად, 23 აპრილს, შექსპირის დაბადების დღესთან დაკავშირებით კლუბის წევრებს განსხვავებული დავალება მიეცათ, ისინი გამოწვევაში - Shakespear with precious pair ჩაერთნენ.

კლუბის თითოეულ წევრს, მშობელთან ერთად, შექსპირის ერთი სონეტის ქართულ-ინგლისური ვერსია უნდა დაემუშავებინა და კლუბის გვერდზე, ვიდეორგოლის სახით, აეტვირთა. აქტივობაში ყველა მონდომებით ჩაერთო. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ყოველივე ეს ხელს უწყობს: ინგლისური ენის პოპულარიზაციას, მშობლების ჩართულობას სასწავლო პროცესში, მოსწავლეების მოტივაციას და კლუბის აქტუალურობას.

კლუბის ხელმძღვანელი ია ბლაგიძე მადლობას უხდის თითოეულს, ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის.
მონაწილე წყვილებს, საუკეთესოდ წარდგენილი სონეტისთვის, სერტიფიკატები გადაეცა.

„საოცარი შედეგი დაიდო - თითოეული მონაწილე, მოსწავლე თუ მშობელი დიდი პასუხისმგებლობით მიუდგა დავალებას და შთამბეჭდავი და სასიამოვნო ვიდეორგოლები შეიქმნა, განსაკუთრებით აღსანიშნია ის ფაქტი, რომ მშობლები შეეცადნენ სონეტის კონკრეტული სტროფი ინგლისურად დაემუშავებინათ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფეისბუქ ჯგუფი ბმულზე:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება