სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N72 სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
25-04-2023
-
+


თბილისის N72 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.

ამ გარემოსდაცვით დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლაში მათ საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.

მოსწავლეებმა დედამიწის მნიშვნელობაზე, პლანეტისა და ბიომრავალფეროვნების ეკოლოგიურ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

მათ ასევე თემატური პოსტერები და კელდის გაზეთი შექმნეს.

აქტივობაში ისინი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

„მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ჩვენი ვალდებულებაა მოვუაროთ გარემოს და შევზღუდოთ ისეთი ქმედებები, რომლითაც ზიანს ვაყენებთ ჩვენს პლანეტას“, - გვიყვებიან სკოლაში.

მათ ასევე გაიხსენეს ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი სიტყვები: „შენ არ მიგიღია დედამიწა მემკვიდრეობით შენი წინაპრებისგან, შენ მას შენი შვილებისაგან სესხულობ“. 

22 აპრილი დედამიწის დღეა, ის პირველად 1970 წელს აღინიშნა, დღეისათვის კი დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა.

საქართველოში დედამიწის დღეს 1990 წლიდან, ყოველწლიურად აღვნიშნავთ.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება