სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყაჩირის საჯარო სკოლას, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები ეწვივნენ
25-04-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლაში შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარი“, ფარგლებში დღეს 19 აპრილს მოეწყო. 

შეხვედრას, მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, უფროსი ლეიტენანტი - რეზო შველიძე და სერჟანტი მამუკა ჩაჩანიძე უძღვებოდნენ.

ჯარისკაცებმა მოსწავლეებს სალექციო ფორმატში პრეზენტაციების სახით თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანა, თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს ურთიერთობები გააცნეს.

ასევე მომხსენებლებმა, მოსწავლეებს საერთაშორისო მისიებსა და საერთაშორისო სწავლებებში, საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული გმირების, თითოეული მათგანის გმირობის ისტორია, უშუალოდ ჯარისკაცებისგან მოისმინეს.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, მოსწავლეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების, საკუთარი შეხედულებების დაფიქსირებისა და თემატურად მომზადებულ-შერჩეული, მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეომასალის ხილვის შესაძლებლობა შესთავაზეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ შეხვედრით, ისინი ახალ და მათთვის უცნობ ინფორმაციას გაეცნენ. 


იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება