სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მე, დედა და დედაენა“ - მინაძის საჯარო სკოლა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში ჩაერთო
25-04-2023
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლა დედაენის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს -  „მე დედა და დედაენა“, შეუერთდა. 

აღსანიშნავია, რომ კვირეული ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

პროექტში, მეხუთე კლასის მოსწავლე მარიამ კურტანიძე, თავის მშობელ ნათია კურტანიძესა და ხელოვნების მასწავლებელ ინა კურტანიძესთან ერთად მონაწილეობდა.

მონაწილეებმა, გამოფენაზე „დედა ენის“ წიგნიდან ასო - „რ“- ზე შექმნილი ილუსტრირებული ნახატი წარადგინეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეული ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, სკოლის მოსწავლემ, პედაგოგმა და მშობელმა, თავი გამოიჩინეს და სკოლის წარმოჩენა შესანიშნავად მოახერხეს. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება