სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედაენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება ჭანჭათის საჯარო სკოლაში
26-04-2023
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საზეიმოდ აღინიშნა.  

ღონისძიებაში, მე-5 - მე-9 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა, დედაენის დღის თემატიკით საკლასო ოთახი მორთეს, პრეზენტაცია წარადგინეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თარიღი ქართველი ერისა და სახელმწიფოს თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის. 

„უდიდესი სიყვარული მოგვმადლა უფალმა, ოდეს გვიბოძა ქართული ენა...“ - აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

„ენა ქართული - მყინვარივით გულზვიადი,
ენა ქართული - ზღვასავით ულევი,
ენა ქართული - თასმასავით მოქნილი,
ენა ქართული- ღმერთების ენა...“, - აღნიშნული ლექსი ღონისძიებას, ლაიტმოტივად დასდევდა. 

ღონისძიება შემეცნებითი და ემოციური აღმოჩნდა. 

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენას, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეთერ ცინცაბაძე ხელმძღვანელობდა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება