სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ველევის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კვირეული მიეძღვნა
25-04-2023
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.

მე და საზოგადოების, ქართული ენისა და ლიტერატურის, ბუნებისმეტყველებისა და ხელოვნების მასწავლებლებმა: თეონა მაცაბერიძემ, ირმა მაცაბერიძემ, ლალი ბიბილაშვილმა და ლენა გოგსაძემ ერთობლივად დაგეგმეს მინი პროექტი - „გავუფრთხილდეთ დედამიწას!“.

როგორც სკოლაში ამბობენ, მეოთხეკლასელმა ნიკა გოგსაძემ, მეექვსეკლასელ ლიზი გოგსაძესთან ერთად, კარგად დაგეგმილი შემეცნებითი აქტივობებით, გადაილახა ასაკობრივი სხვაობა და ადვილად გაერკვა მდგრადი განვითარების კონცეფციის არსში.

მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან ერთად, თემში არსებულ გარემოსდაცვით პრობლემებზე იმსჯელეს და გლობალურ პრობლემებს დაუკავშირეს. ასევე, ამ საქმის მოგვარებაში თავიანთი წვლილის შეტანის შესახებ ისაიუბრეს.

ბოლოს, პლასტიკატის ბოთლებისაგან მეორადი ნივთები დაამზადეს. აგრეთვე, მასწავლებლების ხელმძღვანელობით, პოსტერები: „მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ“ და „დედამიწის დღე - 22 აპრილი“ მოამზადეს. მათ თავიანთი ნამუშევრები სკოლის დერეფანში გამოფინეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება