სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვედა სიმონეთის N2 სკოლაში, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა
25-04-2023
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მოეწყო.

მის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის, გამწვანების აქცია, ღია გაკვეთლი, საკლასო პროექტები, ნახატების გამოფენა და ბოლოს, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

გამწვანების აქცია მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით (თვითმმართველობის თავმჯდომარე მ.ჭეიშვილი) მოეწყო. სკოლის ეზოში ყველა კლასმა თითი ძირი მარადმწვანე ხე, ხოლო მე-11კლასის თითოეულმა მოსწავლემ - ერთი ძირი მარადმწვანე  ხე დარგო.

მე-4 კლასში კი ია გაკვეთილი, მე და საზოგადოებაში, ჩატარდა. მისი თემა იყო -  „როგორ დავიცვათ ბუნება“( მასწავლებელი ფ. კლდიაშვილი). გარდა ამისა გაიმართა ნახატების გამოფენა, რაშიც თითქმის ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა. 

შემაჯამებელ ღონისძიებაზე, მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა ჩატარებული ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ ელექტრონული პრეზენტაცია წარადგინეს.

„მრავალფეროვანი აქტივობებით მოსწავლეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დედამიწის დღე ყოველდღეა და მას მოვლა, მოფრთხილება სჭირდება. ღონისძიების მიზანი იყო ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით.
კვირეული დაიგეგმა საზოგადოებრივი, საბუნებისმეტყველო და უცხო ენების კათედრების ერთობლივი ინიციატივით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება