სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ლეგენდებს ბრწყინვალება არ აკლდებათ“ - მაღლაკის N1 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგთა ხსოვნას სასკოლო საზოგადოებამ პატივი მიაგო
25-04-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის საზოგადოებამ, იმ პედაგოგთა ხსოვნას, რომლებსაც სკოლის ისტორიაში ღირსეული ადგილი უჭირავთ, პატივი მიაგო.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მასწავლებელი არ კვდება, თაობა თაობას ცვლის, მაგრამ ლეგენდებს ბრწყინვალება არ აკლდებათ. 

ოთარ ჟორჟოლიანი, თალიკო მარდალეიშვილი, გივი ჟორჟოლიანი, ნათელა ნიჟარაძე, თინა ავალიანი, ჯანიკო კვერნაძე, ეთერ ჯალაღანია, ნინო ბახტაძე, ჯიმშერ ჟორჟოლიანი, ციცინო ჯავახაძე, იორდანე ჟორჟოლიანი, რუსუდან ბაბუნაშვილი, ნარგიზა ჟორჟოლიანი, შალვა ლექვინაძე, ლენა ლექვინაძე, ციცო მარჯანიშვილი, ვენერა მაჩიტიძე, ნინო მაღლაკელიძე, ანტიკა ჩაკვეტაძე,ნანული (ვენერა) შენგელია, ომარ კვანტალიანი, ნინო დოლაბერიძე, ლარისა ჯავახაძე, შუშანა გუბელაძე, რაჟდენ ღაჭავა, ნორა ხაბურძანია, შალვა ბაღათურია, ბაბუცა ფაჩუაშვილი, გოგუცა ჟორჟოლიან, ცუცა ფხაკაძე, თინა შარვაშიძე  - ეს ის პედაგოგები არიან, რომლებმაც სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მატიანე შექმნეს. 

სასკოლო საზოგადოება გარდაცვლილ პედაგოგთა საფლავებს ეწვია და მათ მიმართ დიდი პატივისცემა და მადლიერება გამოხატა. 

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სანთლები აანთეს, ყვავილებით შეამკეს თითოეული პედაგოგის საფლავი და რადგან ეს აქტივობა აღდგომის დღესასწაულს დაემთხვა, ტრადიციისამებრ წითელი კვერცხი გადააგორეს. 

სკოლაში სიამაყით აცხადებენ, რომ ღვაწლმოსილ პედაგოგთა ნათელ ხსოვნას სათუთად ინახავს აღზრდილთა გულები.

„ეს დღე იყო გამოძახილი მორის ფოცხიშვილის სიტყვებისა: „იმ მადლიან მადლისთვის გმადლობთ, მასწავლებლებო“...
დიახ! არსებობს გადარჩენის ერთადერთი შანსი - ხსოვნა და ეს დღეც ამის დასტური იყო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება