| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო დღეებს სთავაზობენ. სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს კომპლექსური დავალებებითა და პროექტებით სწავლება.
სამთაწყაროს საჯარო სკოლის V კლასში კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე მასწავლებელმა - ეკატერინე ჩიტაურმა განახორციელა პროექტი/კომპლექსური დავალება - „ინფორმაციულ რესურსებზე მუშაობა“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა შუალედურ დავალებად შეასრულეს მსოფლიო საოცრებების პოსტერები და ასევე, ვიდეორგოლები შექმნეს. ხოლო შემაჯამებელ დავალებად, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას ქალაქის ან სოფლის შესახებ, მეტად შთამბეჭდავი, ძალიან საინტერესო და განსხვავებული ნაშრომები წარმოადგინეს.
პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეთა მშობლები, რისთვისაც მათ საგნის მასწავლებელი ეკატერინე ჩიტაური და კლასის დამრიგებელი მაია საკანელაშვილი დიდ მადლობას უხდიან.
აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი მაია საკანელაშვილი დიდი ინტერესით ელოდა ბავშვების შედეგებს, ვინაიდან დავალება არც ისე მარტივი იყო.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებელს და სკოლას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად