| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
შესაბამისად, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა დედამიწის დღე. ამ გარემოსდაცვით დღესასწაულს სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა.
მართალია, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დასუფთავების აქციის ჩატარებაში მოსწავლე-მასწავლებლებს წვიმამ შეუშალა ხელი, თუმცა მეხუთე-მეექვსე კლასებში დამრიგებელმა ირმა ჩაჩანიძემ შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა ჩაატარა და მოსწავლეებს ბუნების დაბინძურების შედეგებსა და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა კი, ბუნებისმეტყველების მასწავლებელის ნინო ლომიძის ხელმძრვანელობით, გარემოსდაცვით თემებზე ნახატები შექმნეს.
დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ მასშტაბური მსოფლიო კამპანიის მთავარი მიზანი კი პლანეტის მოფრთხილებისკენ მოწოდებაა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად