| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, სკოლაში ხალისით აღინიშნა დედამიწის დღე.
სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, 22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გადაწყვიტეს მოეწყოთ დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დედამიწა ჩვენი სახლია“.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია, ასევე პედაგოგებთან ერთად დაასუფთავეს სოფლის ცენტრალური გზის მიმდებარე ტერიტორია, გამოაკრეს გამაფრთხილებელი ბანერები და თემში ბროშურები დაარიგეს.
მოსწავლეები აქციაში აქტიურად და ხალისით ჩაერთნენ.
დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ მასშტაბური მსოფლიო კამპანიის მთავარი მიზანი კი პლანეტის მოფრთხილებისკენ მოწოდებაა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოსწავლეების ნაწილი სწავლას საღამოს რვა საათზე დაასრულებს...
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“