სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N219 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
24-04-2023
-
+


თბილისის N219 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები აქტიურად აღინიშნება.

სასკოლო საზოგადოება ამჯერად, დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდა. 

სკოლაში საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრებმა, პედაგოგების -  ნანა გიგაურისა და მარინა ასლანიშვილის ორგანიზებით, დაგეგმეს და განახორციელეს აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა სკოლაში თემატური პლაკატები, კედლის გაზეთი შექნეს და ცოდნა აიმაღლეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებით, მომავალი თაობა  ბუნებაზე იზრუნებს და დედამიწას ეკოლოგიური კატასტროფისგან დაიცავს.

2023 წელს ამ დღესასწაულის 53-ე წლისთავი აღინიშნება.

„დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი საერო სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა კუთხეში ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს. დედამიწის დღე შეგვახსენებს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ყოველწლიურად 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება.1970 წელს, დედამიწის დღის დაფუძნებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი  არემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება, რადგან კლიმატის ცვლილებები ყოველდღიურად უფრო და უფრო აშკარაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება