სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გამარჯობა დედამიწა“- იანეულის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
24-04-2023
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში საბუნებიმეტყველო და საზოგადოებრივმა კათედრამ დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „გამარჯობა დედამიწა“ გამართა. 

გეოგრაფიის მასწავლებელმა - ნანა ცინცაძემ მოსწავლეებს აჩვენა ანიმაცია იმის შესახებ, თუ რა ზიანს აყენებს ადამიანი დედამიწას და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მას. როგორც სკოლაში ამბობენ, დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობა ადამიანებზე პირდაპირპროპორციულად აისახება, ამიტომაც მისი დაცვა და მოფრთხილება მნიშვნელოვანია.

მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება