| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობითა და მოტივაციით გამოირჩევიან, ამის დასრურია ისიც, რომ სხვადასხვა ღონისძიებასა თუ პროექტში ხშირად ერთვებიან.
ამჯერად, Vა კლასის მოსწავლეები გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“ მონაწილეობდნენ. მათ წარმატებით გაიარეს პირველი სასკოლო ტური, გადალახეს მეორე ტურიც, რომელიც სასტუმრო „ლეგენდაში“ გაიმართა, ბოლოს კი მესამე ფინალურ ტურში იასპარეზეს. ფინალი ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა.
ჩემპიონატის ფინალში წარმატებით იასპარეზეს მოსწავლეებმა: ლ. მეფარიძემ, თ. აბულაძემ, ს. ბასილაძემ, ლ. დიასამიძემ და დ. ხუნდაძემ. ეს მოსწავლეები სერტიფიკატებითა და ფულადი ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.
მათი დამრიგებელი თეონა ფარსენაძეა, ხოლო ჩემპიონატის გამართვას რუსლან ბერიძე ხელმძღვანელობდა. სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად