| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
ამასთან დაკავშირებით, ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ქეთინო მუკბანიანის ხელმძღვანელობით გაიმართა. მოსწავლეებმა საქართველოს უახლოეს ისტორიაზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ რა მოხდა 1978 წლის 14 აპრილის, შემეცნებითი პიესები წარადგინეს, ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.
როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიება მეტად მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. მოსწავლეებს აუმაღლდათ მოტივაცია და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნდნენ.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად