სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„აჩუქე წიგნი“ - თბილისის N117 სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტი განხორციელდა
24-04-2023
-
+


თბილისის N117 საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

სკოლაში აღნიშნული დღისადმი მიძღვნილი კვირეული მოეწყო და პედაგოგ - ნაზი კობახიძის ორგანიზებით, პროექტი - „აჩუქე წიგნი“ განხორციელდა.

წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ასევე დაიგეგმა აქტივობები, რომელშიც სკოლის პედაგოგები და სამივე საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„პროექტის მიზანი იყო წიგნის კითხვის პოპულარიზაცია სასკოლო თემში და ზოგადად, საზოგადოებაში, მოსწავლეებში სკოლისადმი მიკუთვნებულობის განცდის გაღრმავება და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პროექტი ხალისიანად და საინტერესოდ წარიმართა.

მოსწავლეებმა თანაკლასელებს და პედაგოგებმა, ერთმანეთს წიგნები აჩუქეს.

აქტივობაში ისინი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„პროექტით განსაზღვრულია შემდგომი აქტივობებიც თითოეულ კლასში: წიგნის წაკითხვა, წაკითხულის პრეზენტაცია კლასის წინაშე, შთაბეჭდილებების გაზიარება, ნახატების, კომიქსების შექმნა წიგნის შინაარსთან დაკავშირებით და ა.შ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეების და პედაგოგების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ პროექტი იქცეს სკოლის ტრადიციად და მიეცეს ყოველწლიური ხასიათი.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წიგნის მიმართ სიყვარულის  გაღვივებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:







იხილეთ ვიდეო ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება