სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დემოკრატია მულტიკულტურულ საზოგადოებაში“ - თბილისის N119 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
24-04-2023
-
+


თბილისის N119 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მათ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტებს სთავაზობენ.

სკოლაში ამჯერად, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა - მაია მუშკუდიანმა პროექტი - „დემოკრატია მულტიკულტურულ საზოგადოებაში“ მოეწყო.

„დღევანდელ დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები. სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი. მოზარდს უნდა შეეძლოს მიღებული თეორიული ცოდნის განხორციელება და ამ პრინციპებით ცხოვრება. ეთნიკური, კულტურული და მრავალფეროვანი სამყაროს ნაწილია ჩენი სკოლაც, აქ გვერდიგვერდ სწავლობენ სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის მოსწავლეები. ცხადია, მათ ბევრი რამ არ იციან ერთმანეთის შესახებ, რომლებიც შეიძლება, მათ შორის გაუგებრობის მიზეზიც კი გახდეს, ამიტომ გადავწყვიტეთ, მუშაობა დაგვეწყო პროექტზე: „დემოკრატია მულტიკულტურულ საზოგადოებაში“, რომელიც საშუალებას მისცემდა მოსწავლეებს გაცნობოდნენ ერთმანეთის რელიგიას ეთნიკურ წარმომავლობასა და ისტორიას“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

პროექტის ფარგლებში, სკოლაში სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიება დაიგეგმა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა შეძლეს გაცნობოდნენ და გაეცნობიერებინათ კულტურული განსხვავებები. ტოლერანტული ქცევითა და თანამშრომლობით თანაკლასელებთან ურთიერთობა უფრო ჰარმონიული გაეხადათ.

პროექტში ჩართული იყვნენ მე-4 და მე-10 კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე პრეზენტაცია საინტერესოდ წარმართეს და მეოთხეკლასელებს საინტერესო ინფორმაციები გააცნეს.

„პატარებს გააცნეს სხვადასხვა ერის კულტურა - თბილისში მცხოვრებ ეთნოსთა ტრადიციები ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება“, - გვიყვებიან სკოლაში.

მე-4 კლასის მოსწავლეებმა დაწერეს მოთხრობები და გააკეთეს ჩანახატები, სკოლაში ასევე მოეწყო გამოფენა, რაც როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო.

„ნახატებში კარგად ჩანდა მოსწავლეთა პატივისცემა ერთმანეთისა და სხვადასხვა ხალხის კულტურისადმი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მე-10 კლასის მოსწავლეებს აჩვენა ფილმი - „მალალას ამბავი“ და ქართული ფილმი - „მზე შემოდგომისა“.

კინოჩვენების შემდეგ მოსწავლეებს შორის გაიმართა დისკუსია.

„მოსწავლეებმა ისაუბრეს პატარა გოგონას - მალალას, გმირობაზე, თუ როგორ იბრძოდა განათლებისა და ქალთა უფლებებისათვის პაკისტანელი თალიბების წინააღმდეგ.

მათ ასევე ისაუბრეს სხვადასხვა ერის კულტურაზე, თბილისში მცხოვრებ ეთნოსთა ტრადიციებზე ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება