სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„განახორციელე ინვესტიცია ჩვენი პლანეტისათვის“ - საინტერესო პროექტი ივანდიდის საჯარო სკოლაში
24-04-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის კლუბმა - ,,აქტიური მოქალაქეები“, დედამიწის დღეს საინტერესო პროექტი - ,,განახორციელე ინვესტიცია ჩვენი პლანეტისათვის“, მიუძღვნა.

პროექტი, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით და სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განახორციელეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანია: ბავშვების ეკოლოგიური კულტურის განვითარება; ბუნებისადმი ჰუმანური, ეკოლოგიურად სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება; მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის მიღება – დახარისხება და ჩამოუყალიბდეთ სწორი, მზრუნველობითი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის ბუნებრივი გარემოს მიმართ; ბავშვებმა შეძლონ პრობლემის გამოვლენა და მისი გადაჭრის გზების ძიება.

აღსანიშნავია, რომ პროექტში ყველა კლასი იყო ჩართული და მის ფარგლებში არაერთი აქტივობა განხორციელდა. 

ასევე დამრიგებლებმა, დედამიწის დღეს კლასის საათები მიუძღვნეს, შემდგომ მოსწავლეებთან ერთად, თავიანთი პოსტერებითა და სლოგანებით, აღნიშვნას შეუერთდნენ და იატაკი, თემატიკის შესაბამისი ნახატებით მოხატეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს აქტივობა უნდა ჩატარებულიყო სკოლისა და საბავშვო ბაღის მინდებარე ტერიტორიაზე, ბაღის აღსაზრდელების ჩართულობით, მაგრამ უამინდობამ ხელი შეუშალათ, თუმცა ამან სამუშაო პროცესზე არ იმოქმედა და აქტივობა წარმატებით გაიმართა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, პროექტის მონაწილეებმა, თემში დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტები და საინფორმაციო ფლაერები გააკრეს, ასევე საბავშვო ბაღს საჩუქრად ნაძვის ხის ნერგები გადასცეს, რომელსაც სკოლის სახელით, ბაღის ეზოში დარგავენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, უსაფრთხო გარემოს მიუხედავად, ხონის რაიონული სამმართველოს წარმომადგენლობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა სკოლაში. რისთვისაც სკოლის დირექცია მათ მადლობას უხდის.

პროექტის წარმატებით განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო სრულიად სასკოლო საზოგადოებამ, მათ შორის უნდა აღინიშნოს მშობელთა ჩართულობა.

პროექტს განსაკუთრებული მხარდაჭერა სკოლის ხელმძღვანელობისგან ჰქონდა, რომელმაც სხვა მნიშვნელოვან დეტალებთან ერთად ფინანსური მხარდაჭერა და საჭირო რესურსებით მომარაგება უზრუნველყო.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას შეახსენეს, რომ 22 აპრილი დედამიწის დღეა, რომელიც პირველად აღინიშნა 1970 წელს. საქართველოში კი, დედამიწის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

ბავშვებმა აღნიშნეს, რომ დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთო სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა კუთხეში ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს. ეს დღე ატარებს იდეას, რომელიც ემსახურება გლობალური, ეროვნული თუ ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებას პლანეტის სასიკეთოდ.

„პროექტზე მომუშავე გუნდს, თითოეულ მოსწავლეს და მათ ხელმძღვანელ მასწავლებლებს: ელიზა ლიპარტელიანს და შორენა გუბელაძეს, წარმატებული პროექტების განხორციელებას ვუსურვებთ მომავალშიც...

მადლობა გაწეული შრომისთვის და თანადგომისთვის დირექტორის მ/შ -ს ლია ჩიხლაძეს“,  - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

მასწავლებლებს თანხის დასაბრუნებლად ვადა 11 მაისის ჩათვლით აქვთ - დეტალები

ფაშიზმზე გამარჯვების დღე - რატომ ზეიმობენ ევროპული ქვეყნები 8 მაისს,  ჩვენ კი, 9 მაისს

რა პოზიციაზე აცხადებს კონკურსს მანდატურის სამსახური

ვინ არის ვახტანგ ცაგარელი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სკოლები
ახალგაზრდა თეატრალებმა დიდი პასუხისმგებლობით მოირგეს პერსონაჟების სახეები
 
 
 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა სამსახიობო და მეტყველების უნარების განვითარება თოჯინების მართვის საშუალებით

ირგანჩაის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება