სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სენაკის N1 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
25-04-2023
-
+


გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

მე-3გ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელის (ი.ხუნწარია) ხელმძღვანელობით, სხვადასხვა თემატური აქტივობა გამართეს. მათ დედამიწას წერილები გაუგზავნეს, შეასრულეს ელექტრონული დავალებები - მხიარული/მოწყენილი დედამიწა, გარემოსდაცვით თემაზე მეხსიერების თამაში ჩაატარეს, ასევე ითამაშეს - „ის თუ ეს“ და მცენარეები დარგეს.

მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ. 

„სამყაროში ასეა,
დედამიწა იბრუნებს,
ბუნებას თუ მოვუვლით ,
მაშინ ჩვენზე იზრუნებს !"
დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი საერო სადღესასწაულო ღონისძიება. ეს დღე ატარებს იდეას, რომელიც ემსახურება გლობალური, ეროვნული თუ ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებას პლანეტის სასიკეთოდ. დედამიწის დღე შეგვახსენებს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე - იქნება ეს ნაგვისგან გაწმენდა, მეტი ხის დარგვა, გადამუშავება, გადაკეთება და ა.შ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება