სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მე ვირჩევ პროფესიას“- ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი მიმდინარეობს
24-04-2023
-
+


გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში, რამდენიმე პროექტი ხორციელდება, მათ შორისაა - „მე ვირჩევ პროფესიას“.

აღსანიშნავია, რომ პროექტს  პედაგოგები: მარინე ფიფია და მანანა კაკაჩია ხელმძღვანელობენ.

პროექტის ფარგლებში, 24 მარტს, მერვე-მეთორმეტე კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები, ამავე სკოლის ყოფილ მოსწავლეს, თავისი საქმის პროფესიონალ, სტილისტ - რომან კვარაცხელიას შეხვდნენ.

სკოლაში მიწვეულმა სტუმარმა, მოსწავლეობის პერიოდი გაიხსენა და აღმზრდელ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა.

სტუმარმა,  თავის პროფესიაზე ისაუბრა, აღნიშნა, თუ როგორი მოთხოვნადი, განვითარებადი და საჭირო პროფესიაა სტილისტობა.

რომან კვარაცხელია, მოსწავლეებს დაოსტატებამდე განვლილი გზისა და მიღწეული წარმატებების შესახებ მოუყვა. მან ბავშვებს აუხსნა, რომ ყველა პროფესია, თუ იქნები პროფესიონალი საჭირო და დასაფასებელია.

სტუმრის თქმით, იმისთვის, რომ გახდე პროფესიონალი საჭიროა, არა მარტო პროფესიის ზედმიწევნით ცოდნა, არამედ ზოგადი განათლება, რომლის მიღება ძირითადად სკოლის წლებში ხდება.

შეხვედრის ბოლოს, სტუმარმა მოსწავლეთა და მასწავლებელთა შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა და მოსწავლეებს მასტერკლასი აჩვენა - თმა ორ ადამიანს ადგილზე შეჭრა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრამ გულითად, მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება