სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N13 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს 
24-04-2023
-
+


ბათუმის N13 საჯარო სკოლაში ახალგაზრდების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად მოსწავლეები გარემოზე აქტიურად ზრუნავენ და სხვებსაც ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი გარემოსდაცვითი დღესასწაული, როგორიც დედამიწის დღეა.

„ტრიალებს-ბრუნავს,
ტრიალებს-ბრუნავს,
დედამიწა რომ ჰქვიაო...“,- მოსწავლეთა თვითმმართველობამ, 2023 წლის 21 აპრილს, რამდენიმე ლოკაციაზე, დედამიწის დღე სწორედ ამ შემართებით აღნიშნა. 

11:00-დან 13:00 საათამდე, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, სკოლის ბიბლიოთეკაში, ნახატების გამოფენაზე, საკუთარი პრეზენტაციები წარადგინეს. 

13:30 საათზე კი უფროსკლასელთა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „ვინც დამიცავს, ვინც მომივლის,
მე ვარ მისი დედამიწა!“, მასწავლებელ ლია კალანდაძის ხელმძღვანელობით, გაიმართა. 

ასევე, 13:30 საათზე საბავშვო ბიბლიოთეკაში (ჯავახიშვილის N72-ში) პირველკლასელთა „მკითხველად“ კურთხევა მოეწყო და მიმდებარე სკვერში ნერგები დაირგო. მათი მასწავლებელი ლია მურვანიძე გახლავთ.

აქტივობები მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო კვირეულში - „გავუფრთხულდეთ ჩვენს პლანეტას“, ჩართვით განახორციელეს. კვირეული მიზნად ისახავდა გარემოსდაცვით საკითხებში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების პროცესში მათი ჩართულობის გაზრდას. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავსი - შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება, მათ განხორციელებას კი ხელს დირექტორი გელა სირაძე უწყობს. ასევე, აღსანიშნავია მისი მოადგილის - ნატალია კეჭეხმაძის აქტიური როლი. 

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

აღნიშნული ინფორმაცია სკოლის სასწავლო ნაწილმა ნატალია კეჭეხმაძემ მოგვაწოდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება