სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ავრანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები წალკის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა მე-5 კონფერენციაზე საინტერესო თემებით წარდგნენ
21-04-2023
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა თუ კონფერენციაში წარმატებით ერთვებიან.

ამჯერად, მოსწავლეები მონაწილეობდნენ კონფერენციაში, რომლის თემა იყო - „გამოჩენილი ადამიანები“.

მოსწავლეთა მე-5 კონფერენცია წალკის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა. მასში წალკის მუნიციპალიტეტში შემავალი სკოლები იყვნენ ჩართულნი.

ავრანლოს საჯარო სკოლიდან კონფერენციაზე პრეზენტაცია ორმა მოსწავლემ - თამუნა ანთაძემ (თემაზე - „მაჰათმა განდი“ (მასწავლებელი/ფაასილიტატორი თამარ გოგოლაძე) და მარიამ გობაძემ (თემზე - „ალექსანდერ ფლემინგი“) მასწავლებელი/ფასილიტატორი დარეჯან ანთაძე) გააკეთა.

„მარიამი და თამუნა დამსწრე საზოგადოების წინაშე საუკეთესოდ წარდგნენ და მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. ამავდროულად, ჩვენი თვალხატულა და გონიერი გოგოები ჟიურის ფავორიტის ტიტულის მფლობელებიც გახდნენ. ეს ჩვენი მოსწავლეების, თამუნას და მარიამის და ჩვენი მასწავლებლების, თამარის და დარეჯანის ერთობლივი, თავდაუზოგავი, პასუხისმგებლიანი შრომის შედეგია!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საგოზადოება მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს.

„სიყვარულით, სიამაყით მინდა მივულოცო მიღწეული წარმატება თამუნას და მარიამს და ვუსურვო სკოლაში შეძენილი მკვიდრი ცოდნა გამხდარიყოს ის საძირკველი, რომელზეც მყარად დააშენებენ უმაღლეს სასწავლებლებში მეცნიერების საფუძვლებს და იქნებიან  ჩვენი ქვეყნის სამსახურში საკუთარი საქმის პროფესიონალები და მაღალი სამოქალაქო ცნობიერების ადამიანები!
მრავალჟამიერ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა წარმატებას სკოლაში მუდმივად უჭერენ მხარს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება