სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“  - ჩალაუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
21-04-2023
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის, ჩალაუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე საინტერესო პროექტებს ატარებენ და აქტივობებში მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი თემაზე: - „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“. მათი ხელმძღვანელი ნატალია ღვინიაშვილი გახლავთ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში, ისტორიის მასწავლებელმა - ნათელა პაპუნაშვილმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თარიღი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

„მოსწავლეები გაითავისებენ 9 აპრილის მნიშვნელობას და იმ გმირთა თავდადებას, რომლებიც მსხვერპლად შეეწირნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პროექტი 20 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა:

  • მოიძიეს და დაახარისხეს ინფორმაცია;
  • სააქტო დარბაზში ნახეს 9 აპრილის თემატიკით დოკუმენტური ფილმი;
  • შექმნეს ნახატები, კედლის გაზეთები,პლაკატები;
  • მოაწყვეს მდუმარე აქცია -პერფორმანსი ტიტებით,დროშებითა და პლაკატებით.

პროექტზე ასევე იმუშავა VIII-IX კლასების ხელმძღვანელმა - ლალი კუდაშვილმა, რომელმაც მოსწავლეებს 9 აპრილის მოვლენების შესახებ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა და მათ ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

34 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოსთვის ახალი ეპოქა დაიწყო. 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, დაიღუპა 21 ადამიანი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება