სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი ენა ღმერთმა შექმნა“ - ზედა კვირიკეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
20-04-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კვირიკეს საჯარო სკოლაში დედანის დღე აღინიშნა.

სკოლაში, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, აღნიშნულ დღეს ღონისძიება - „ჩემი ენა ღმერთმა შექმნა“ მიუძღვნეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, 1978 წლის 14 აპრილი - ქართული ენის სახელმწიფო ენად აღიარების ისტორია გაიხსენეს და „იაკობის ოცდაცამეტი მზის სხივოსნის ანბანის“ შესახებ ისაუბრეს.

მეშვიდეკლასელებმა ასევე ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების -  „სისხლი“ და „მე,  ბებია, ილიკო და ილარიონი“ მიხედვით, სცენარი დადგეს. მოსწავლეებმა პერსონაჟების როლები მოირგეს და შემოქმედებითი ნიჭი, უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აღნიშნულ ღონისძიებაში ბავშვები დიდი ინტერესით ხალისითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, საქართველოში, დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება