გელაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა
20-04-2023
დაკოპირებულია
-
+
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაძეების საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავან.
გამონაკლისი, რასაკვირველია, არც დედაენის დღე ყოფილა. ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ამ დღის ისტორიაზე ისაუბრეს და ქართულ ენას ხოტბა შეასხეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.