სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გლოლის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესო მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა
20-04-2023
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღონისძიებით აღინიშნა.

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ“ სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მზაღო გავაშელმა გახსნა, რომელმაც ისაუბრა დედაენის მნიშვნელობასა და მის ღირებულებაზე. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მან მოსწავლეებს დედაენის სიყვარულისა და მოფრთხილებისაკენ მოუწოდა.

ღონისძიებაში მოსწავლეები აქტიურად და დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ. მათ მუსიკალური ნომრები - ქართული ეროვნული ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს და სკოლაში დადებითი, საზეიმო განწყობა შექმნეს.

მათ ასევე მინი სპექტაკლები დადგეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, საქართველოში, დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება