სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კარაპეტის საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა
19-04-2023
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაპეტის საჯარო სკოლაში დედაენის დღე თემატური აქტივობებით აღინიშნა.

როგორც სკოლაში ამბობენ, ნინო დუმბაძისა და მაია კეკელიძის ორგანიზებულმა აქტივობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მის ფარგლებში, მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „ო, ენავ,ჩემო!“ წარადგინეს, რამაც დამსწრეთა მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.

გარდა ამისა, კონკურსი ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსების მხატვრულ კითხვაში გაიმართა. მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

სკოლის დირექციამ აქტიური მასწავლებლები და მოსწავლეები ქების სიგელებით დააჯილდოვა.

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება