| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, დაწყებითების, ქართული ენის, საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ესთეტიკური კათედრის თანამშრომლობით კვირეული ჩატარდა.
კვირეულის ფარგლებში სკოლაში სხვადასხვა სახის აქტივობები განხორციელდა:
აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ.
ისინი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიდი ინტერესით გაეცნენ 1978 წელს მიმდინარე მოვლენებს ქართული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭების შესახებ.
სკოლაში მოსწავლეებმა, კვირეული ფარგლებში ასევე საინტერესო პრეზენტაციები, მხატვრული და შემოქმედებითი ნომრები წარადგინეს.
13 აპრილს კი გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება და კონკურსებში გამარჯვებულთა დაჯილდოება.
მოსწავლეებმა დამსწრე აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს, მოსწავლეებს და დამსწრე აუდიტორიას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.
იხილეთ ვიდეო ბმულზე
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად