სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დილისკის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული ჩატარდა
18-04-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები განხორციელდა.

აღნიშნულ დღეს სკოლაში ქართული ენის კვირეული მიეძღვნა. კვირეული მიზნად ისახავდა  ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას, ხელით წერის კულტურის განვითარებას, სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას.

კვირეული, რამდენიმე ეტაპად ჩატარდა:

I ეტაპზე მე-9- მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და სკოლაში წარადგინეს.

II ეტაპტზე სკოლაში კალიგრაფიის  კონკურსი ჩატარდა, რომელშიც მე-4- დან მე-11 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ - მათ უნდა შეექმნათ საუკეთესო ხელნაწერი ნიმუშები.

სკოლაში გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებულები, მონაწილეებს კი სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.

III ეტაპზე სკოლაში მინი- სპექტაკლი - „დიდი ზეიმი საზღაპრეთში“ მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეების მონაწილეობით დაიდგა. 

IV ეტაპზე კი მხატვრულ-შემოქმედებითი ღონისძიება - „ენა ქართული მოვლენილი მადლი ზეცისა!“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს.

აღნიშნული აქტივობების ორგანიზატორები იყვნენ: კონსულტანტ-მასწავლებელი იამზე მსხვილიძე და  ქართული ენის მასწავლებლი არევიკ გაბრიელიანი.

„სახელმწიფო  ენის სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს  ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის, რომ თავისუფლად შეძლონ სხვადასხვა საკომუნიკაციო უნარების ფლობა, რომელშიც არაფორმალური განათლება გვეხმარება. მხოლოდ კარგად ჩატარებული გაკვეთილით მოსწავლე ვერ შეძლებს სრულყოფილად ენის ფლობას, ამიტომ ასეთი მრავალფეროვანი ღონისძიებები არის, როგორც მოტივაციის მიმცემი, ასევე ინტეგრირების ხელისშემწყობი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სკოლების ავტორიზაციასთან დაკავშირებულ მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა

როგორ უნდა აიღოთ სკოლის ატესტატი და რა შემთხვევაშია ფასიანი 

„წლებია ვსაუბრობთ მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადების მნიშვნელობაზე“ - ანგარიში

მასწავლებლებს თანხის დასაბრუნებლად ვადა 11 მაისის ჩათვლით აქვთ - დეტალები

ფაშიზმზე გამარჯვების დღე - რატომ ზეიმობენ ევროპული ქვეყნები 8 მაისს,  ჩვენ კი, 9 მაისს

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სკოლები
ახალგაზრდა თეატრალებმა დიდი პასუხისმგებლობით მოირგეს პერსონაჟების სახეები
 
 
 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა სამსახიობო და მეტყველების უნარების განვითარება თოჯინების მართვის საშუალებით

ირგანჩაის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება