სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში
18-04-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, კვირეული გაიმართა. 

ამ თარიღს სტენდი და კათედრის კედლის გაზეთი მიეძღვნა. გარდა ამისა,საჩვენებელი და კომპლექსური დავალებები Vა, Vბ,VIგ, VIIIგ, XIა და VIბ კლასებში ჩატარდა. მოსწავლეები აქტივობებში მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, კვირეულის ფარგლებში, საკონკურსოდ მომზადებული ნამუშევრი, რომელიც სკოლაში არსებული თექის შემსწავლელი კლუბის „ოქროსაქმის" მასწავლებელმა ნარგიზა შავგულიძემ და მისმა მოსწავლე ლიზი კეთილაძემ დაამზადეს.

„ნამუშევარი ძალზედ სიმბოლური დატვირთვით დაამზადეს. თექით დამზადებული წარმოდგენილი კომპოზიცია არის ლადო ასათიანის სიტყვების გაცხადება   „საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ!..."  ქართული ტრადიციული ორნამენტით  საქართველოს  მთების ზედაპირია გამოსახული (ყავისფერ-მწვანე ფერებით), მასზე დავიტანეთ ია, რომელიც გიორგი ლეონიძის მოსაზრებით „დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ამოდის..."  დედა ენა ხომ დედასავით საყვარელია, გარდა ამისა, ბატონი ოტიაც გვასწავლიდა: „თუ სამშობლო მართლა  გიყვარს, ყოველ გაზაფხულზე ხელისგულისოდენა ორმო  ამოთხარე, ჩუმად შიგ ჩასძახე ჯადოსნური სიტყვა: „მიყვარხარ" და იმ ადგილას ყოველ გაზაფხულზე ია ამოვა".  ალბათ, სიმბოლურია გაზაფხულზე - სიცოცხლის განახლების დროს, დედის დღის და დედა ენის აღნიშვნა.  ჩვენი კომპოზიციაც სწორედ ამას ასახავს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება