სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შთამბჭდავი აქტივობებით დატვირთული კვირა ტანძიის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის 
18-04-2023
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბა დადვანის სახელობის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეების მოტივირებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. 

ამჯერად, სკოლაში მათი მონაწილეობით ანბანის დღესასწაული, დედაენის დღის აღსანიშნავი აქტივობები და ქართულისა და ბუნების ინტეგრირებული გაკვეთილი გაიმართა. 

მოსწავლეებმა ცოდნა, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„პირველკლასელი რომ ხარ, წიგნიერების პირველობებთან ზიარების ბედნიერებებიც უხვად გაქვს. მოსიყვარულე, თავის საქმეში უზომოდ შეყვარებული მასწავლებლები კი ამ სიხარულებს ერთი-ორად გიხანგრძლივებენ. ჩვენს პირველკლასელებს ამჯერადაც მრავალფეროვნად და სასიამოვნოდ დატვირთული კვირა ჰქონდათ.
 
ანბანის დღესასწაული, დედა ენის დღე და ქართულისა და ბუნების ინტეგრირებული გაკვეთილი ერთმანეთზე
შინაარსიანად მიეწყო...საოცრებით შენივთული ქართული ანბანის „დასრულება“ - სასწაულთან ზიარების დიდებულება, ლამაზად წაკითხული ქართული ტექსტებით, ქართული ანდაზებით, ტკბილრითმიანა ლექსებით და ულამაზესი „დედაენის ხის“ აწყობით დაგვირგვინდა.
 
დედა ენის პირველსაწყისს - აი იას ულამაზეს, ლურჯთვალება იას, ბუნებასთან ერთად „მიეფერნენ“. ანბანის 33-ვე მრავალფერად აბრდღვიალებული ასო-ბგერა ულამაზეს გირლიანდად შემოავლეს კლასის კედელს...
ქართველი და ეთნიკური აზერბაიჯანელი პატარების გულმოდგინედ და სიყვარულით წაკითხული ქართული ავსებდა ოთახს...
დღესასწაულების მორიგი კვირა იყო.
ერთი-ერთი გაკვეთილის ბოლო სამახსოვრო ფოტოგადაღებით დასრულდა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება