სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ილემის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედაენის დღეს შემოქმედებითი ღონისძიება მიუძღვნეს
18-04-2023
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს. 

პირველკლასელებმა შემოქმედებითი საღამო მიუძღვნეს ქართულ საგანძურს „დედა ენას“ და კიდევ ერთხელ გაუზიარეს თანასკოლელებს თავიანთი ნაშრომი.

ასევე ლამაზი გამოფენა გამართეს მეორე კლასის მოსწავლეებმა და მოაწყვეს პრეზენტაცია.

მასწავლებლები კი ბავშვებს დედაენის დღის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და ქართული ენის სიწმნიდის დაცვის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. 

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება