სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ ვნახოთ eScool-ში ძველი დოკუმენტები? - ინსტრუქცია
16-06-2023
-
+


სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლებისთვის „ესქულში“ პროფესიულ საქაღალდეში დოკუმენტების შესატანი ველი გააქტიურებულია. როგორც ცნობილია, მასწავლებლებმა პორტფოლიოში სასურველი სტატუსის შესაბამისი დოკუმენტები 1 მაისამდე უნდა ატვირთონ.

მასწავლებლის სახლის განმარტებით, პედაგოგებს არ შეუფასდებათ რეფლექსიაში წარდგენილი ის დოკუმენტები, რომლითაც სტატუსი ერთხელ უკვე მოიპოვეს, თუმცა მათ უფლება აქვთ, პორტფოლიოში განათავსონ მოქმედი სტატუსის მიღების შემდეგ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი, თუნდაც აქტივობა მიმდინარე სასწავლო წელს არ უკავშირდებოდეს.

მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ მათი საქაღალდიდან წლების წინ ატვირთული დოკუმენტები გაქრა. პედაგოგები ამ საკითხზე ღელავენ, რადგან მათი ნაწილი დოკუმენტების საქაღალდეში განთავსებას სტატუსის მიღების შემდეგაც განაგრძობდა. ახლა კი, პრაქტიკული საქმიანობის კიდევ ერთხელ შესაფასებლად სწორედ აღნიშნული მტკიცებულებები სჭირდებათ.

etaloni.ge აღნიშნული საკითხით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ პროფესიულ საქაღალდეში განთავსებული დოკუმენტებიდან არაფერი წაშლილა. აქამდე ატვირთული დოკუმენტების სანახავად გთავაზობთ ინსტრუქციას:

„ესქულში“ მარცხენა მხარეს ნავიგაციის ჩამონათვალში გახსენით მასწავლებლის „შეფასების დაგროვების გეგმა“



შემდეგ შეცვალეთ სტატუსი მარჯვენა ზედა კუთხეში (თუ ხართ წამყვანი, ჩამოშალეთ და მონიშნეთ უფროსი (დაძლეული). შენიშნავთ, რომ ქვემოთ ჩამოიშლება ყველა დოკუმენტი, შეფასებულიც და შეუფასებელიც.



თქვენ ამ გზით შეგიძლიათ ნახოთ თქვენ მიერ განხორციელებული აქტივობები, მინიჭებული კრედიტქულები და შეფასებები, პერიოდი, თუ როდის განათავსეთ ესა თუ ის დოკუმენტი და ბოლოს, შეგიძლიათ გახსნათ და ნახოთ თავად დოკუმენტიც და გაეცნოთ მის შინაარსს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება