სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მოსწავლის წარმატება საგნობრივ ოლიმპიადაში
04-04-2023
-
+


ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადასა და პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლე, მირიანი „კინგსის“ ოლიმპიადაზე წარმატებით მონაწილეობდა, სადაც ტესტში 100-დან 100 ქულა მოიპოვა.

სკოლის დირექტორი მიხეილ ხალვაში, კლასის დამრიგებელი თამილა შავიშვილი, საგნის მასწავლებელი კი მანანა გორგილაძე- შაინიძე გახლავთ.

„გილოცავთ მირიან, ეს უკვე მერამდენე საუკეთესო შედეგი აჩვენე „კინგსის“ ოლიმპიადაზე და გაგვახარე ყველა შენი გულშემატკივარი. მართლაც საოცარია შენს ასაკში ასიდან ასი ქულის მოპოვება, თუმცა შენ ეს შეძელი.... ამ წარმატებას ვულოცავ შენი მშობლიური სკოლის მასწავლებლებს, შენს უძვირფასეს მშობლებსა და ყველა ახლობელ ადამიანს, ვისაც ეს წარმატება განსაკუთრებით გაუხარდა. გისურვებ, ამ სასწაულებით გაგეგრძელებინოს მომავლისაკენ სავალი გზა და გამარჯვებების მწვერვალები დაგეპყროს, ამინ! ასე ყოჩაღად და იმედიანად გევლოს ცხოვრებაში წარმატებების მოსაპოვებლად არჩეულ გზაზე...“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდმივად მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება