სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ასეთ „მებრძოლ“ კაცთან ვინ არ ისურვებს მეგობრობას?“ - კალის საჯარო სკოლის პედაგოგ ქეთევან ჩემიასა და პირველკლასელი ლუკა ხარძიანის მეგობრობის ამბავი
04-04-2023
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში სწავლას მოწყურებული მოსწავლეები სწავლობენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა პირველკლასელი ლუკა ხარძიანი, რომელსაც წიგნების კითხვა უყვარს და ლექსები ზეპირად იცის.

მას ასევე განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს პედაგოგთან - ქეთევან ჩემიასთან, რომელთანაც მეგობრობს.

პედაგოგი მის შესახებ გვიამბობს:

„ზოგისთვის სიმდიდრე ფულია, ზოგისთვის სამშობლო და მეგობარი“... პოეტ მადონა კალანდიას ლექსიდან ეს სიტყვები ჩემს ლუკას გააზრებული აქვს, ამიტომაც არის ჩემი მეგობარი და მისთვის ისეთივე ძვირფასი მეგობარი ვარ, როგორიც ის არის ჩემთვის... ლუკას ისევ ისე უყვარს კითხვა, დაფაზე წერა და შოკოლადები და მისი მეგობარი ცდილობს, არცერთი არ მოაკლდეს...

ლუკამ, „დიდ“ ილიაზე, დედაზე, აფხაზეთის შესახებ და გალაკტიონ ტაბიძის ლექსები ზეპირად, უშეცდომოდ იცის, გარდა იმ მასალებისა, რასაც „მეგობრის ხათრით“ და სიზარმაცის „ჯინაზე“ სწავლობს.

ასეთ „მებრძოლ“ კაცთან ვინ არ ისურვებს მეგობრობას? მე პირადად ვამაყობ, რომ ლუკას მეგობარი ვარ და მინდა ეს ურთიერთობა გაგრძელდეს მანამ, სანამ ცოცხალი ვარ. ლუკას კი ვუსურვებ, გაუფრთხილდეს მეგობრობის ძვირფას ამ გრძნობას“, - აღნიშნავს მასწავლებელი ქეთევან ჩემია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება